- +995 (0 32) 205 50 10
- +995 (595) 43 55 77
- info@gwtma.ge

და მართვის ასოციაცია
// ასოციაციის შესახებ
საქართველოს წყლის მომზადების და მართვის ასოციაცია
გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2023 წლის დეკემბერში დაფუძნდა საქართველოს წყლის მზადების და მართვის ასოციაციაცია (GWTMA), რომლის მიზანია გააერთიანოს წყლის ინდუსტრიაში მომუშავე სუბიექტები, მათ შორის ექსპერტები, მკვლევარები და წყლის რესურსის სწორად მართვაზე ორიენტირებული ადამიანები.
წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსია და მისი ეფექტური მართვა საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ასპექტია.
//
GWTMA წევრები გავერთიანდით საქართველოში წყლის დამუშავების და მართვის სტანდარტების შემუშავების და გაუმჯობესების შესაძლებლობის ირგვლივ.
ასოციაციის წარმატებული საქმინობისთვის თითეული წევრის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ გავაჩინოთ მეტი შესაძლებობა და პერსპექტივა წყლის სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის, გავაჯანსაღოთ სფერო და მოვუფრთხილდეთ წყლის რესურს.
ინიციატივა
წვლილი შეიტანოთ სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების შემუშავებაში, მათ შორის ნორმატიული საკანონმდებლო აქტების შემუშავებასა და საკანონმდებლო ორგანოებში განსახილველად წარდგენაში
პარტნიორობა
დაამყაროთ მჭიდრო კავშირები წყლის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებთან, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ
სიახლეები
მყისიერად მიიღოთ ინფორმაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული სიახლეების და ინოვაციების შესახებ
მონაწილეობა
მონაწილეობა მიიღოთ რეგიონული, რეგიონთაშორისი და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივ პროგრამებში, პროექტებსა და ღონისძიებებში
განათლება
გქონდეთ წვდომა ასოციაციის მიერ შემუშავებული სასწავლო / პროფესიული პროგრამით გადამზადებული კადრების ბაზაზე
მხარდაჭერა
მიიღოთ მხარდაჭერა სექტორში არსებული ფალსიფიკაციის, გაყალბების, არაკეთილსინდისიერი სერვისების გამოვლენასა და გაშუქებაში
ჩვენი მისამართი:
საქართვლო. თბილისი, 0126, ასი ათასი მოწამის ქ.1
ჩვენი ელ-ფოსტა:
info@gwtma.ge
ჩვენი ტელეფონი:
+995 (0 32) 205 50 10
ჩვენი ტელეფონი:
+995 (595) 43 55 77